FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 19 აპრილი 2021

2021 წლის 27 აპრილი, 15:00 საათი

 

დღის წესრიგი:

 

1. შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის „საერთაშორისო ურთიერთობების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

 

2. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „გარემოს დაცვის ინჟინერიის და გამოყენებითი ეკოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

 

3. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ეკოლოგიის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

 

4. სსიპ - შოთა მესხია ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის "საჯარო მმართველობის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;

 

5. შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის "საჯარო მმართველობის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.

 

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს ონლაინ ჩაერთოს საბჭოს სხდომას.

შენიშვნა: 
საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით".