განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით , ონლაინ რეჟიმში ჩატარდა ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.
ტრენინგის ფარგლებში საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოხდა საბჭოს საქმიანობის არსებული პრაქტიკის გაზიარება საბჭოს ახალი შემადგენლობისათვის. ასევე, ყურადღება გამახვილდა ავტორიზაციის საბჭოს უფლება-მოვალეობებისა და საბჭოს მანდატზე.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული საბჭოების საქმიანობის შეფასების მეთოდოლოგია და კრიტერიუმები, რომლის პილოტირებაც განხორციელდება მიმდინარე წელს.
ტრენინგის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს გამოცდილების გაზიარება ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით COVID 19 გავლენის გათვალისწინებით, რომელიც ესტონელი კოლეგების მიერ იქნა წარმოდგენილი ევროკავშირის დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის მხარდაჭერით.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წლის განმავლობაში გეგმავს სხვადასხვა სახის აქტივობებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობის მხარდასაჭერად.