19 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ფილოსოფიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა.
საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ფილოსოფიის დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შესახებ.
COVID 19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.