FAQ

ტრენინგი პროფესიულ სტუდენტთა შეფასების სისტემასთან დაკავშირებით

21 აპრილი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 24 და 26 აპრილს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ჩატარდება ტრენინგი საკითხზე: „პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემა და მისი ხარისხის უზრუნველყოფა პროფესიულ განათლებაში“

ტრენინგზე განხილული იქნება:

შეფასების პრინციპები პროფესიულ განათლებაში;

შეფასების სისტემის თავისებურებები დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებში და ინტეგრირებული მოდულების სწავლებისას;

შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და მათი გამოყენება შეფასების სისტემის განვითარებისათვის;

სტუდენტთა შეფასების საკითხებში არსებული პრაქტიკა დაწესებულებების წარმომადგენელთა ჩართულობით, განხილული იქნება საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით.

ტრენინგი გაიმართება ონლაინ პლატფორმა Zoom- ის საშუალებით.

დრო:

24 აპრილი, 10 საათი (კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით)

26 აპრილი, 10 საათი (სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის).

ტრენინგის სავარაუდო ხანგრძლივობა: 3 სთ

ტრენერი: კახაბერ ერაძე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში და რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით email: e.tsiramua@eqe.ge; k.tsikhiseli@eqe.ge