FAQ

საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებებზე მორგებული მხარდამჭერი სერვისების კვლევის შედეგების პრეზენტაცია!

26 აპრილი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ონლაინ რეჟიმში, საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებებზე მორგებული მხარდამჭერი სერვისების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის მიერ, დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან კოორდინირებით, 2021 წლის იანვარი-მარტის პერიოდში ჩატარდა.

კვლევის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები, რომლებმაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია კვლევის ძირითადი მიგნებების და დაგეგმილი ინტერვენციების შესახებ,

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ერთობლივ შემდგომ აქტივობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს დაინტერესებული მხარეებისათვის მაქსიმალურად ეფექტური სერვისების შეთავაზებას.

საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებებზე მორგებული მხარდამჭერი სერვისების კვლევის შედეგების პრეზენტაცია!