საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ 50 - ე მუხლით დადგენილია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ცენტრში სამ წელიწადში ერთხელ თვითშეფასების ანგარიშების წარმოდგენა.
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ, მხარდაჭერის ექსპერტების ჩართულობით, შესწავლილი იქნა 2020 წელს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ცენტრში წარმოდგენილი თვითშეფასების ანგარიშები და მომზადდა ანალიზის დოკუმენტი, რომელიც განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე: https://eqe.ge/ka/page/static/327/kvleva-da-analizi;
ანალიზის დოკუმენტი მოიცავს:
აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 2021 წლის განმავლობაში დაგეგმავს და განახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებებს (ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები, სემინარები, კონსულტაციები) ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით, როგორც სისტემურ, ასევე, ინდივიდუალურ დონეზე.