შეხვედრა სააპელაციო საბჭოს ახალ წევრებთან

30 აპრილი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლაშა მარგიშვილი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები სააპელაციო საბჭოს ახალ წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს სააპელაციო საბჭოს როლზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის განვითარების პროცესში.

ასევე, სამუშაო შეხვერის ფარგელებში, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა საააპელაციო საბჭოს წევრებთან ერთად განიხილეს აკრედიტაციის სტანდარტებით შეფასების მიდგომები და სააპელაციო საბჭოს პროცედურები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

შეხვედრა სააპელაციო საბჭოს ახალ წევრებთან