სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ,პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელები დაწესებულების მიერ, გარე ინიცირებით, წარმოდგენილ იქნა "აუდიო-ვიზუალური ხელოვნებისა" და "რეპორტიორობა და წამყვანობა ჟურნალისტიკაში" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტების ცვლილების პროექტები.
წარმოდგენილი ინიცირება ითვალისწინებს პროფესიული მოდულების დაშვების წინაპირობების ცვლილებას.
დაინტერესებულ მხარეებს აქვთ შესაძლებლობა 2021 წლის 19 მაისის ჩათვლით წარმოადგინონ მოსაზრებები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით.
დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ასევე აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს სხდომაზე.
გთხოვთ, თქვენი პოზიციები გამოგზავნეთ ელ.ფოსტაზე: info@eqe.ge
საკონტაქტო პირი: ნინო ხითარიშვილი 591 11 03 02
ლიკა ზაალიშვილი 577 95 31 30
დანართი - დაშვების წინაპირობების ცვლილება აუდიო-ვიზუალური ხელოვნება
დანართი - დაშვების წინაპირობების ცვლილება რეპორტიორობა და წამყვანობა ჟურნალისტიკაში