18 მაისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა მშენებლობის ინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა.
საბჭომ განიხილა მშენებლობის ინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი.
COVID 19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.