FAQ

დაინტერესებული მხარეების საყურადღებოდ!

21 მაისი 2021

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ, გარე ინიცირებით,  წარმოდგენილ იქნა "საექთნო განათლების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის ცვლილების პროექტი.

 

 

დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა აქვთ  2021 წლის 25  მაისის ჩათვლით წერილობით წარმოადგინონ მოსაზრებები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ელ.ფოსტაზე: info@eqe.ge.

 

 

ამასთანავე, წარმოდგენილი პროექტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 27 მაისს 11 საათზე Zoom-ის ელექტრონულ პლატფორმაზე გაიმართება საკითხის ონლაინ განხილვა, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

 

შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია მითითებული ლინკის საშუალებით https://us02web.zoom.us/j/81627243781?pwd=VDBEekJzaUN2bFhUaVBnVG9iYUJRdz09

 

 

დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ასევე აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს სხდომაზე. 

 

საკონტაქტო პირი:       ნინო ხითარიშვილი 591 11 03 02

                                      ლიკა ზაალიშვილი 577 95 31 30 

 

 

დანართი - საექთნო განათლების პროექტი