განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები, საქართველოს საპატრიარქოს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის ქუდის ქვეშ არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შეხვდნენ. ასევე, შეხვედრა გაიმართა სხვა კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთანაც.
შეხვედრებზე განხილულ იქნა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამოწვევები, კონცეპტუალური ხედვები და მიდგომები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მომავალშიც გეგმავს შეხვედრებს სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.