FAQ

საექთნო განათლების ჩარჩო დოკუმენტის საჯარო განხილვა!

28 მაისი 2021

27 მაისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით , საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ გარე ინიცირებით წარმოდგენილი საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები. პროექტის ინიციატორებმა შეხვედრაზე დამსწრე პირებს დეტალურად გააცნეს წარმოდგენილი ცვლილებები, ისაუბრეს მათ საჭიროებასა და მნიშვნელობაზე. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლების მიერ სრულად იქნა გაზიარებული შემოთავაზებული ცვლილებები

საექთნო განათლების ჩარჩო დოკუმენტის საჯარო განხილვა!