განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და პროგრამა Muskie Max-ის ორგანიზებით ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორ როის ჯეფერსონ ჯორჯსა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა გახსნა ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ, რომელმაც უსდ-ების წარმომადგენლებს დოქტორი როის ჯეფერსონ ჯორჯი და „სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროგრამის“ მონაწილე დავით დარსაველიძე წარუდგინა.
როის ჯეფერსონ ჯორჯმა ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტში მოქმედი „სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროგრამა“ (G*STEP) წარმოადგინა და აუდიტორიას მისი მუშაობის მიზნებისა და პრინციპების შესახებ გააცნო. „სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროგრამა“ მიზნად ისახავს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის სწავლების უნარების განვითარებას. როის ჯეფერსონ ჯორჯმა ისაუბრა პროგრამის შექმნის იდეაზე, მის გამოწვევებსა და პროგრამის დანერგვით მიღწეულ შედეგებზე. დავით დარსაველიძემ ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტში სწავლისას თავად გაიარა აღნიშნული პროგრამა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მოწვეულ სტუმრებს.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. ამერიკელმა მეცნიერმა უპასუხა უსდ-ების წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა. უსდ-ების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და პროფესორთან ერთად ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტთან ურთიერთობის გზები განიხილეს.