FAQ

დაინტერესებული მხარეების საყურადღებოდ!

31 მაისი 2021

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, "წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებიდან შემოვიდა ინფორმაცია პროფესიულ მოდულში "საწარმოო პრაქტიკა-სანტექნიკის სისტემების ექსპლუატაცია" არსებული ტექნიკური ხარვეზის შესახებ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის მიერ მომზადდა მოდულის ცვლილების პროექტი, რომელშიც შემოთავაზებულია არსებული ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის ერთ-ერთი ალტერნატივა.
 

 

საკითხის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 3 ივნისს, 11 საათზე Zoom-ის ელექტრონულ პლატფორმაზე, გაიმართება საკითხის ონლაინ განხილვა,  რომლის ფარგლებშიც განმახორციელებელი დაწესებულებების გამოცდილებისა და დარგის სპეციალისტების მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავებული იქნება მოდულის პროექტის საბოლოო ვერსია. 

 

 

შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია მითითებული ლინკის საშუალებით  https://us02web.zoom.us/j/88999531315?pwd=cFlWMndSR254czVKY2JCVGVSdmp6QT09

 

Meeting ID: 889 9953 1315

Passcode: 416789

 

საკონტაქტო პირი:       ნინო ხითარიშვილი 591 11 03 02

 

                                      ლიკა ზაალიშვილი 577 95 31 30

 

 

დანართი - მოდული "საწარმოო პრაქტიკა-სანტექნიკის სისტემების ექსპლუატაცია"