28 მაისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით განათლების პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა განიხილეს "სამოქალაქო განათლების" ზოგადი მოდულის პროექტი, მიიღეს დეტალური ინფორმაცია შემუშავების ეტაპებისა და იმ ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლებიც ასახულია შემუშავებულ დოკუმენტში.
საბჭოს სხდომას ასევე ესწრებოდნენ დაინტერებული მხარეების წარმომადგენლები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკითხის განხილვის პროცესში.
განათლების პროფესიულმა დარგობრივმა საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა სამოქალაქო განათლების ზოგადი მოდულის დამტკიცებასთან დაკავშირებით.
COVID 19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.