31 მაისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში ხელოვნების პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა განიხილეს აუდიო-ვიზუალური ხელოვნების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის პროფესიული მოდულების დაშვების წინაპირობების ცვლილების საკითხი, რომელიც ცენტრში გარე ინიცირებით იქნა წარმოდგენილი.
საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინიციატორის არგუმენტაცია ცვლილებების საჭიროების შესახებ და დეტალურად იმსჯელეს თითოეული მოდულის დაშვების წინაპირობებთან დაკავშირებით.
საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა აუდიო-ვიზუალური ხელოვნების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.