FAQ

ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა

1 ივნისი 2021

31 მაისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა განიხილეს "რეპორტიორობა და წამყვანობა ჟურნალისტიკაში" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის პროფესიული მოდულების დაშვების წინაპირობების ცვლილების საკითხი, რომელიც ცენტრში გარე ინიცირებით იქნა წარმოდგენილი.

საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინიციატორის არგუმენტაცია ცვლილებების საჭიროების შესახებ და დეტალურად იმსჯელეს თითოეული მოდულის დაშვების წინაპირობებთან დაკავშირებით.

საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა "რეპორტიორობა და წამყვანობა ჟურნალისტიკაში" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა