FAQ

საინფორმაციო შეხვედრა

2 ივნისი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ონალინ რეჟიმში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც ესწრებოდა 110 პირი, ყურადღება გამახვილდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ საავტორიზაციო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ცენტრის ინფორმირების საკითხებთან დაკავშირებით.

ასევე, დამსწრე პირებს მიეწოდათ ინფორმაცია მოსალოდნელ ცვლილებაზე ცენტრის მანდატში კვალიფიკაციების განვითარების კუთხით და „სამოქალაქო განათლების“ მოდულში დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საჭიროებების და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მხარდამჭერი აქტივობების კვლევაზე (2021), რომელიც მიმდინარე წლის აპრილის თვეში განახორციელა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა დაგეგმვის, კვლევის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან ერთად (იხ. კვლევის ანგარიში - https://eqe.ge/ka/page/static/327/kvleva-da-analizi ).

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.