1 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
.
შეხვედრებზე განხილულ იქნა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამოწვევები, კონცეპტუალური ხედვები და მიდგომები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მომავალშიც გეგმავს შეხვედრებს სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.