FAQ

შეხვედრა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

3 ივნისი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბათუმში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.

მან დაათვალიერა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა.

უნივერსიტეტების ხელმძღვანებთან და პერსონალთან შეხვედრისას საუბრის თემა იყო დაწესებულებების წინაშე მდგარი გამოწვევები და სამოქმედო გეგმები. განხილული იქნა კლასტერულ აკრედტიაციაზე გადასვლის პროცესი და პილოტირების მიმდინარეობა, ასევე ცენტრთან თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან