ჯანდაცვის პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა!

8 ივნისი 2021

4 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჯანდაცვის პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს "საექთნო განათლების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის  ცვლილების საკითხი, რომელიც ცენტრში გარე ინიცირებით იქნა წარმოდგენილი. სხდომა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინიციატორის არგუმენტაცია და დასაბუთება ცვლილებების საჭიროების შესახებ, დეტალურად იმსჯელეს თითოეულ ინიციატივაზე, გაეცნენ დაინტერესებული მხარეებისაგან ცენტრში წარმოდგენილ მოსაზრებებს. სხდომას ასევე ესწრებოდნენ "საექთნო განათლების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკითხის განხილვის პროცესში.  საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა "საექთნო განათლების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო  დოკუმენტში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა!