სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიმდინარე წლის 7 ივნისის N532031 ბრძანებით დამტკიცდა "სამოქალაქო განათლების" ზოგადი მოდული (სარეგისტრაციო ნომერი - 0110005). ამავე ბრძანების მიხედვით, 2022 წლის 1 ივნისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა "პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დამტკიცების შესახებ" ცენტრის დირექტორის 2017 წლის №656 ბრძანების დანართი №107-ის შესაბამისად დამტკიცებული ზოგადი მოდული „სამოქალაქო განათლება" (სარეგისტრაციო ნომერი - 0110004). პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელმა დაწესებულებებმა 2022 წლის 1 ივნისამდე უნდა უზრუნველყონ მათი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შესაბამისობაში მოყვანა აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულ დანართთან.
დანართი - ბრძანება N532031 07.06.2021
დანართი - სამოქალაქო განათლება