FAQ

ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

16 ივნისი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და საორგანიზაციო სამმართველოს ორგანიზებით, მედიის წარმომადგენლებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მედიის წარმომადგენლებისთვის ცენტრის საქმიანობის , მიმდინარე პროექტების, მიღწევების, გამოწვებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა, დირექტორის მოადგილეებმა კახაბერ ერაძემ და ლაშა მარგიშვილმა, , საზოგადოებასთან ურთიერთობის და საორგანიზაციო სამმართველოს უფროსმა დავით კობახიძემ ჟურნალისტებს გააცნეს შემდეგი თემატური პრეზენტაციები:

 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და სამომავლო ხედვები;

 ზოგადი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება;

 უმაღლესი განათლების ხარისხის უზურნველყოფის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობები;

 საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკა, მიზნები და ფუნქციები.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში, რომლის დროსაც მედიის წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს დასმულ შეკითხვებზე,

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და 16 მედია საშუალების წარმომადგენელი.

მსგავსი შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაიმართება.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან