2014 წლის 22 მაისს, 12 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მის.: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში არსებული დარგის, „ტურიზმის“, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებიდან მიმართულებათშორის დარგებში ან სპეციალობებში გადატანის შესახებ.
დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გსურთ განხილვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მომართოთ ცენტრს არაუგვიანეს 21 მაისისა შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3509); 577278843 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@eqe.ge და დაგვიდასტუროთ მონაწილეობის სურვილი.