FAQ

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმი

17 ივნისი 2021

16 ივნისს ევროპის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის ქართული გამოცდილება წარადგინა .

ფორუმში ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების 50 მდე წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ქართულმა გამოცდილებამ მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია. კახაბერ ერაძემ მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა.

"ჩვენ დღეს ორი ქვეყნის მაგალითი განვიხილეთ. მათ შორის საფრანგეთის, როგორც სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხანგრძლივი ტრადიციების მქონე ქვეყნისა და საქართველოსი- რომელსაც ამ კუთხით შედარებით ახალი სისტემა გააჩნია. ცალსახაა, რომ პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში საქართველოს მიღწევები წარმოუდგენელ პროგრესად უნდა შეფასდეს“- განაცხადა ფორუმის შეჯამებისას ფონდის წარმომადგენელმა, ადამიანური კაპიტალის განვითარების ექსპერტმა სტეფან თომასმა.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმი