ცენტრის ორგანიზებით , პროექტის მესამე ნაწილის ფარგლებში, ე.წ. კოლეგიალური ურთიერთსწავლების ღონისძიებები (PLA) გაიმართა .
შეხვედრები იყო ინტერაქტიული და მოიცვა დაახლოებით 50 მონაწილე 10-ზე მეტი სახელმწიფოდან.
PLA-ის მიზნების მიღწევაში თავიანთი წვლილი შეიტანეს სტუდენტებმა, უმაღლესი განათლების ექსპერტებმა, დაწესებულებათა წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა, მათ შორის მოწვეულმა გარე ექსპერტებმა, რომლებმაც წარმოადგინეს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები მრავალფეროვანი თვალსაწიერიდან და დამსწრეებს გააცნეს თავიანთი ხედვები ე.წ. 3D მატრიცასთან დაკავშირებით, რაც სამომავლოდ აკადემიური პერსონალის თვითშეფასების ინსტრუმენტადაა მოაზრებული.
PLA-ის პირველი დღე დაეთმო სტუდენტთა ჩართულობას პერსონალის შეფასების პროცესში, წარმოდგენილი იყო მათი ხედვები თვითშეფასების ინსტრუმენტთან (3D მატრიცა) დაკავშირებით. ამ პროცესში პროექტის მონაწილეებს თავიანთი პერსპექტივები გააცნეს სტუდენტებმა უნგრეთიდან, საქართველოდან, ხორვატიიდან და გაერთიანებული სამეფოდან.
PLA-ის მეორე დღე დაეთმო გარე დაინტერესებული მხარეების, დამსაქმებლების, აკადემიურ სივრცეში კი კოლეგებისა და უნივერსიტეტის მენეჯმენტის მიერ პერსონალის შეფასების საკითხებს. კერძოდ, მათ იმსჯელეს თუ რამდენად გამოყენებადი იყო წარმოდგენილი 3D მატრიცის მოდელი პრაქტიკაში და განიხილეს მასში შემავალი კონკრეტული თემატური სფეროები. ცენტრის საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულები სამუშაო შეხვედრებში.
ექსპერტთა სამუშაო ჯგუფები, პროექტის მსვლელობასთან ერთად, სამომავლოდ გაითვალისწინებენ PLA-ის ორივე ნაწილში სხვადასხვა მხარეების მხრიდან მიღებულ კონტრიბუციას.
მოცემულ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ პრეზენტაციები PLA-ის პირველი (https://profformance.eu/.../presentations-pla3-day1... და მეორე დღიდან (https://profformance.eu/.../presentations-pla3-day2... ).