21 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით არქიტექტურისა და მშენებლობის პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს "სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა" და "წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტების ცვლილების საკითხები, რომლებიც ცენტრში გარე ინიცირებით იქნა წარმოდგენილი. სხდომა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინიციატორის არგუმენტაცია და დასაბუთება ცვლილებების საჭიროების შესახებ და დეტალურად იმსჯელეს თითოეულ ინიციატივაზე. საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა წარმოდგენილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტებში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.