FAQ

ფილოსოფიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა (კლასტერული აკრედიტაციისთვის მზადება გრძელდება)

22 ივნისი 2021

21 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ფილოსოფიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა.

დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვას ესწრებოდნენ ცენტრის კვალიფიკაციების სამსახურის თანამშრომლები, დარგობრივი საბჭოს წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრაზე გახილულ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და შენიშვნები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

ფილოსოფიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა (კლასტერული აკრედიტაციისთვის მზადება გრძელდება)