24 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ენის დაუფლების უმაღლესი გაანთლების დარგობრივი საბჭოს სხდომა, რომელზეც დამტკიცდა ენის დაუფლების დარგობრივი მახასიათებელი.
COVID 19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.