FAQ

ქართული ფილოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა (კლასტერული აკრედიტაციისთვის მზადება გრძელდება)

28 ივნისი 2021

25 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ქართული ფილოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა.

 

დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვას ესწრებოდნენ ცენტრის კვალიფიკაციების სამსახურის თანამშრომლები, დარგობრივი საბჭოს წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

 

შეხვედრაზე გახილულ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და შენიშვნები.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

 

ქართული ფილოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა (კლასტერული აკრედიტაციისთვის მზადება გრძელდება)