28 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით ტრანსპორტის მომსახურებების პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს "რკინიგზის ოპერირების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის ცვლილების საკითხი, რომლებიც ცენტრში გარე ინიცირებით იქნა წარმოდგენილი. სხდომა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინიციატორის არგუმენტაცია და დასაბუთება ცვლილებების საჭიროების შესახებ და დეტალურად იმსჯელეს თითოეულ საკითხზე. საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა წარმოდგენილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.