29 ივნისი 2021
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) დირექტორის ბრძანებებით (N608420 21.06.2021; N633092 25.06.2021) შინაარსობრივი ცვლილება შევიდა "საექთნო განათლების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტში, რომელიც ძალაში შევა მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან.
ასევე,
- ცენტრის დირექტორის მიმდინარე წლის 25 ივლისის N633096 ბრძანებით შეტანილ იქნა ტექნიკური ცვლილება „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დამტკიცების შესახებ" სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 13 ოქტომბრის №656 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ" ცენტრის დირექტორის 2021 წლის 13 მაისის N442793 ბრძანებაში და ამ ბრძანების დანართით დამტკიცებული "ელექტროობის" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის ძალაში შესვლის თარიღად, ნაცვლად მიმდინარე წლის 1-ლი ივლისისა, განისაზღვრა 15 სექტემბერი.
- ცენტრის დირექტორის მიმდინარე წლის 25 ივლისის N633096 ბრძანებით შეტანილ იქნა ტექნიკური ცვლილება „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დამტკიცების შესახებ" სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 13 ოქტომბრის №656 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ" ცენტრის დირექტორის 2021 წლის 13 მაისის N442793 ბრძანებაში და ამ ბრძანების დანართით დამტკიცებული "შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის ძალაში შესვლის თარიღად, ნაცვლად მიმდინარე წლის 1-ლი ივლისისა, განისაზღვრა 15 სექტემბერი.
- ცენტრის დირექტორის მიმდინარე წლის 25 ივლისის N633093 ბრძანებით შეტანილ იქნა ტექნიკური ცვლილება „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დამტკიცების შესახებ" სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 21 მაისის N407/ი ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ" ცენტრის დირექტორის 2021 წლის 19 აპრილის N373610 ბრძანებაში და ამ ბრძანების დანართით დამტკიცებული "ფარმაციის" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის ძალაში შესვლის თარიღად, ნაცვლად მიმდინარე წლის 1-ლი ივლისისა, განისაზღვრა 15 სექტემბერი.
- ცენტრის დირექტორის მიმდინარე წლის 25 ივლისის N633094 ბრძანებით შეტანილ იქნა ტექნიკური ცვლილება „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დამტკიცების შესახებ" სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 29 დეკემბრის N844 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ" ცენტრის დირექტორის 2021 წლის 14 ივნისის N563815 ბრძანებაში და ამ ბრძანების დანართით დამტკიცებული "აუდიო-ვიზუალური ხელოვნების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის ძალაში შესვლის თარიღად, ნაცვლად მიმდინარე წლის 1-ლი ივლისისა, განისაზღვრა 15 სექტემბერი.
- ცენტრის დირექტორის მიმდინარე წლის 25 ივლისის N633094 ბრძანებით შეტანილ იქნა ტექნიკური ცვლილება „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დამტკიცების შესახებ" სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 29 დეკემბრის N844 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ" ცენტრის დირექტორის 2021 წლის 14 ივნისის N563815 ბრძანებაში და ამ ბრძანების დანართით დამტკიცებული "რეპორტიორობა და წამყვანობა ჟურნალისტიკაში" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის ძალაში შესვლის თარიღად, ნაცვლად მიმდინარე წლის 1-ლი ივლისისა, განისაზღვრა 15 სექტემბერი.