2014 წლის 4 ივნისს, 12 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მის: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება პროფესიული კოლეჯის, შპს მომავლის პროფესიული სკოლის, ინიციატივა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში პროფესიული სპეციალიზაციის, „ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფის“, დამატების შესახებ.
დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გსურთ განხილვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მომართოთ ცენტრს არაუგვიანეს 3 ივნისისა შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3509); 577278843 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@eqe.ge.