განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებაზე ზრუნვას და ამ მიზნით 2014 წლის 3 და 4 ივნისს, 11 საათზე, დაინტერესებული პირებისათვის აწყობს სამუშაო შეხვედრებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში (მის: ქ.თბილისი, მ.ალექსიძის ქ. №1, მესამე სართული). შეხვედრებზე განსახილველად წარმოდგენილი იქნება სანიმუშო პროგრამები და ასევე განხილული იქნება დაწესებულებების მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა სახის პრობლემური საკითხები.
• 3 ივნისს, 11 საათზე შეხვედრაზე განხილული იქნება ბუღალტრის, მზარეულისა და შემდუღებლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები;
• 4 ივნისს, 11 საათზე შეხვედრა დაეთმობა ყველაზე პრობლემური საკითხების განხილვას.
შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია კოლეჯიდან თითო წარმომადგენელს (კოლეჯის დირექტორი ან ხარისხის მენეჯერი ან პროგრამის მენეჯერი), გთხოვთ, შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებმა, ცენტრს მომართოთ არაუგვიანეს 2 ივნისისა შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3507); 577 17 55 77 ან მოგვწერეთ ელფოსტაზე: info@eqe.ge და დაგვიდასტუროთ მონაწილეობის სურვილი.