ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

9 ივლისი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია საზღვაო ტრანსპორტის სერვისების მიწოდების საკითხებში კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადების, არსებული სპეციალისტებისათვის კვალიფიკაციის დადასტურების მხარდაჭერა და ამ მიმართულებით განათლების ხარისხის გაზრდა.

 

მხარეები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლებენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: საზღვაო სფეროში პროფესიული და უმაღლესი კვალიფიკაციების განახლების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება-დანერგვის, საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების, საზღვაო სფეროში პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების და უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებისა და განვითარების მიმართულებით.

 

ასევე, საზღვაო სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციასთან, აკრედიტაციასთან, ასევე პროფესიული მომზადების და/ან პროფესიული გადამზადების პროგრამების უფლების მოპოვებასთან ან უფლების დადასტურებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების საკითხებზე.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი