9 ივლისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა პერსონალური მომსახურების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული ტურიზმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა.
დარგობრივი მახასიათებლის გაუმჯობესების მიზნით, საბჭომ განიხილა დაინტერესებული მხარეების მხრიდან შემოსული წინადადებები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.