განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ფილოსოფიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა, რომელზეც დამტკიცდა ფილოსოფიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი.
COVID 19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.