დაინტერესებული მხარეების საყურადღებოდ!

16 ივლისი 2021

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ბრიტანეთის "პლიმუთის ხელოვნების კოლეჯის" მიერ, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში პარტნიორობით, გარე ინიცირებით,  წარმოდგენილი იქნა "შემოქმედებითი აზროვნებისმოდულის პროექტი.

 

 

დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა აქვთ  2021 წლის 21 ივლისის ჩათვლით წერილობით წარმოადგინონ მოსაზრებები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ელ.ფოსტაზე: info@eqe.ge.

 

 

ამასთანავე, წარმოდგენილი პროექტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 22 ივლისს 12 საათზე Zoom-ის ელექტრონულ პლატფორმაზე გაიმართება საკითხის ონლაინ განხილვა, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

 

შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია მითითებული ლინკის საშუალებით   https://us02web.zoom.us/j/87914080793?pwd=QlRMSzJDb3pnd2NodE1CM3IwMXNhQT09

 

დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ასევე აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს სხდომაზე. 

 

საკონტაქტო პირი:       ნინო ხითარიშვილი 591 11 03 02

                                           ლიკა ზაალიშვილი 577 95 31 30