FAQ

ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში გერმანელ ექსპერტებთან თანამშრომლობა

29 მაისი 2015


ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მინისტერიალის კონფერენციასა და რიგით მეოთხე ბოლონიის პოლიტიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი შარვაშიძე გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელს, განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს კორნელია ქვენეთ- თიელენს შეხვდა. გერმანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, ქართული მხარის წინადადებაზე, გერმანელმა ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღონ ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში. გერმანელი ექსპერტების მივლინება DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის) მხარდაჭერით განხორციელდება.

ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში გერმანელ ექსპერტებთან თანამშრომლობა