22 ივლისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა „შემოქმედებითი აზროვნების“ მოდულის პროექტის საჯარო განხილვა.
მოდული შემუშავებული იქნა ბრიტანეთის საბჭო საქართველოში პროექტის „Crafting Futures” ფარგლებში ბრიტანეთის პლიმუთის ხელოვნების კოლეჯის აკადემიური გუნდის წამყვანი წევრის, დოქტორი კიმ ბეგლის მიერ.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრაზე ჩართულმა მხარეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მოდულის სწავლის შედეგების, განხორციელების პრინციპების და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში მოდულის ინტეგრირების გზებთან დაკავშირებით.