განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები
საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ასევე, კახეთისა და გურიის რეგიონების საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრებზე განხილულ იქნა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის
გამოწვევები, კონცეპტუალური ხედვები და მიდგომები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მომავალშიც გეგმავს შეხვედრებს
სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
COVID19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.