FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

2 აგვისტო 2021

გაცნობებთ, რომ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლები შემდეგ სფეროებში:

ენის დაუფლება;  (ბრძანება N757069)
ქართული ფილოლოგია;  (ბრძანება N757085)
ფილოსოფია;  (ბრძანება N757091)
 ისტორია;  (ბრძანება  N757082)
არქეოლოგია.  (ბრძანება N757088)

თითოეული დარგობრივი მახასიათებლის შემუშავება მოხდა შესაბამისი დარგობრივი საბჭოების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, შრომის ბაზრის წარმომადგენლების ფართო ჩართულობით. დარგობრივი მახასიათებლების არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შესაბამის სფეროებში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პროცესის მეტ ობიექტურობას, თანამიმდევრულობასა და გამჭვირვალობას.

 

ცენტრი აქტიურად აგრძელებს მუშაობს სხვადასხვა დეტალურ სფეროებში დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებაზე.