განცხადების ატვირთვის თარიღი: 10 აგვისტო 2021
2021 წლის 17 აგვისტო, 15:00 საათი
დღის წესრიგი:
- შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის "ციფრული მედია და კომუნიკაციის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
- შპს - კავკასიის უნივერსიტეტის „კომპიუტერული მეცნიერების“ ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
- შპს - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ფარმაციის“ საბაკალავრო პროგრამის მონიტორინგის საკითხის განხილვა;
- სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი)“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ანგარიშის განხილვა.
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს ონლაინ ჩაერთოს საბჭოს სხდომას.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.
აკრედიტაციის საბჭოს ბმული: https://us02web.zoom.us/j/86549847216