განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 3 და 4 ივნისს ავტორიზაციის მსურველი საჯარო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრის პირველი დღე ბუღალტრის, მზარეულისა და შემდუღებლის სანიმუშო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხილვას დაეთმო, მეორე დღე კი - პრობლემურ საკითხებზე მსჯელობას. შეხვედრაზე ცენტრის თანამშრომლებმა კოლეჯების წარმომადგენლებს ავტორიზაციის თვითშეფასების პროცესის ეტაპები განუმარტეს და კითხვარის შევსებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მხარეებმა დისკუსია გამართეს, საწარმოო პრაქტიკის სილაბუსების სარეკომენდაციო ვარიანტის მიმოხილვა იყო. კოლეჯების წარმომადგენლებმა თავიანთი ვარიანტები წარმოადგინეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შემდგომი თანამშრომლობის მიზნით შეხვედრების განრიგზე შეთანხმდნენ.