ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელმა (CEENQA) 2021 წლის 20 ივლისს საინფორმაციო ბიულეტენი (Newsletter) გამოაქვეყნა
საინფორმაციო ბიულეტენი მიზნად ისახავს ქსელის წევრი ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საქმიანობის სიახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. საინფორმაციო ბიულეტენში შესულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტატია - საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის პილოტირების შესახებ. სტატიაში განხილულია კლასტერული აკრედიტაციის მნიშვნელობა და პილოტირების შედეგები.
სტატია მოამზადა ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორმა, ლაშა მაჭარაშვილმა. სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.ceenqa.org/wp-content/uploads/CEENQA-Newsletter_Vol._11_No._1_July_2021.pdf