განცხადების ატვირთვის თარიღი: 20 აგვისტო 2021
2021 წლის 27 აგვისტო, 15:00 საათი
დღის წესრიგი:
- შპს ქუთაისის უნივერსიტეტის "ტურიზმის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა.
- შპს ქუთაისის უნივერსიტეტის "საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა.
- შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის "განათლების ადმინისტრირების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის განხილვა.
- შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის „დიპლომირებული მედიკოსის“ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის („ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით განხორციელებული არაგეგმიური) მონიტორინგის საკითხის განხილვა.
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს ონლაინ ჩაერთოს საბჭოს სხდომას.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით. "
https://us02web.zoom.us/j/3306294708