უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 23 აგვისტო 2021

2021 წლის 31 აგვისტო, 15:00 საათი  

   

დღის წესრიგი:   

 

  1. შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის "ციფრული მარკეტინგის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა. 
  2. სსიპ - აკაკი წერეთლი სახელმწიფო უნივერისტეტის „განათლების მეცნიერებების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა. 
  3. შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის „სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მონიტორინგის შედეგების განხილვა (სააპელაციო საბჭოდან დაბრუნებული). 
  4. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „ფარმაციის მენეჯმენტის” სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის („ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით განხორციელებული არაგეგმიური) მონიტორინგის საკითხის განხილვა;

 

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს ონლაინ ჩაერთოს საბჭოს სხდომას. 

 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით. 

 

Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/81639417361