განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ჯანდაცვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა.
საბჭომ იმსჯელა მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.