2021 წლის 10 სექტემბერი, 14:00 საათი
დღის წესრიგი:
1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „ფარმაციის მენეჯმენტის” სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის („ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით განხორციელებული არაგეგმიური) მონიტორინგის საკითხის განხილვა;
2. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „ეპიდემიოლოგიის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის („ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით განხორციელებული არაგეგმიური) მონიტორინგის საკითხის განხილვა;
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "გავლენებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგიის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
4. შპს საქართველოს უნივერსიტეტის "სამართლის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ანგარიშის საკითხის განხილვა;
5. შპს საქართველოს უნივერსიტეტის "სტომატოლოგიის" ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების გეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა.
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომას ჩაერთოს ონლაინ.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.