FAQ

კოლეგიალური საგანმანათლებლო აქტივობების (PLA) სესიების სერია

3 სექტემბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენრის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა პროფესიული განვითარების მიზნით კოლეგიალური საგანმანათლებლო აქტივობების (PLA) სესიების სერია ჩატარდა შემდეგ თემებზე:

  • აკრედიტაციის მე-2 სტანდარტის შეფასება-საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა, შინაარსი, სწავლა-სწავლების და შეფასების მეთოდები.
  • ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემის შეფასება.

 

PLA სესიებში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები, ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულების საუკეთესო პრაქტიკოსები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. დისკუსიის დროს განხილულ იქნა როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი გამოცდილება, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ექსპერტებს გაუზიარეს აღნიშნული საკითხების შეფასების ძირითადი გამოწვევები ცენტრის პერსპექტივიდან. ექსპერტების მხრიდან წარდგენილ იქნა ძირითადი გამოწვევები შეფასების პროცესში ექსპერტის და ინსტიტუციის პერსპექტივიდან. საერთაშორისო მომხსენებლის მიერ გაზიარებულ იქნა ინფორმაცია პროგრამის შინაარსისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შეფასების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების თაობაზე. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.


ჩატარებული PLA ღონისძიებები იყო ნაწილი PLA სესიების სერიისა, რომელიც დაიგეგმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრთა პროფესიული განვითარების საჭიროებების შესახებ კვლევის ძირითადი მიგნებების საფუძველზე. სერიის პირველი სესია 2021 წლის 6 აგვისტოს ჩატარდა და შეეხებოდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის შეფასების საკითხს.


გამართულ სესიებში განსაკუთრებით აღსანიშნავია ესტონური ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს EKKA-ს, ევროპის სტუდენტთა ასოციაციის  ESU-ს, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრის EQAR-ის და გერმანიის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს AQAS-ის წარმომადგენელთა ჩართულობა.


კოლეგიალური საგანმანათლებლო აქტივობების (PLA) სესიები განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტის „განათლების ლაბორატორია -EDULAB“ ფარგლებში ჩატარდა.

კოლეგიალური საგანმანათლებლო აქტივობების (PLA) სესიების სერია